სამართლებრივი ინფორმაცია
Last version 16/01/2024
მუხლი 1 : ვებგვერდის აღწერა
წინამდებარე ვებგვერდი ხელმისაწვდომია შემდეგი URL-ზე: https://www.pilotpen.eu/(შემდგომში „ვებგვერდი“).
ვებგვერდის გამომცემელია კომპანია PILOT CORPORATION OF EUROPE, SA, რომლის კაპიტალი შეადგენს 7,216,936 ევროს, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიების რეესტრში 399 424 753 ანსი, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მისამართზე PAE de La Caille – Saint-Martin Bellevue – 74 350. Allonzier-La-Caille, France და რომელსაც წარმოადგენს ბ-ნი იოშიო ვადა, წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი.
გამოცემის მენეჯერია ბ-ნი ჟულიენ ბარაბო.
გიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: contactus@piloteurope.com, ან ტელეფონით: +33 4.50.08.30.00.
ვებგვერდის ჰოსტინგს ახორციელებს კომპანია OVH, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მისამართზე 2, rue Kellermann – 59100 Roubaix – France.
მუხლი 2: მომსახურების თავისუფლება
წინამდებარე ზოგადი პირობებით გათვალისწინებული, PILOT CORPORATION OF EUROPE-ის მიერ შექმნილი სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოა.
თუმცა, მოწყობილობა (კომპიუტერი, ტელეფონი, პროგრამული უზრუნველყოფა, ტელეკომუნიკაცია და სხვ.), რომელიც წინამდებარე სერვისზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ ინტერნეტის მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, ისევე როგორც ინტერნეტთან კავშირის საფასური.
მუხლი 3: ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდი და მისი შინაარსი არის PILOT CORPORATION OF EUROPE-ის ექსკლუზიური საკუთრება. ვებგვერდის ინტერნეტით დათვალიერების გარდა, ვებგვერდის ან მისი შინაარსის ნებისმიერი სხვა სახის გამოყენება წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული PILOT CORPORATION OF EUROPE-თან.
დაუშვებელია “PILOT”-ის დასახელების ან/და მისი ლოგოს, ნებისმიერი ბრენდისა და დიზაინის გამოყენება ან რეპროდუცირება, რომელიც მითითებულია ან/და წარმოდგენილია ვებგვერდზე ან სხვა დაკავშირებულ საიტზე, ნებისმიერი მიზნით, განსაკუთრებით სარეკლამო მიზნებისთვის, PILOT CORPORATION OF EUROPE-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
გამოსახულებები, რომლებიც წარმოდგენილია ვებგვერდზე მოპოვებულია PILOT CORPORATION OF EUROPE-ის ფოტობიბლიოთეკიდან (საჭიროებს ციტირებას).
მუხლი 4: პერსონალური მონაცემების დაცვა
ინტერნეტის მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება 2016 წლის 27 აპრილის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად. ქვემოთ მოცემულია ბმული ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც იძლევა ინფორმაციას პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების შესახებ.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: privacy@piloteurope.com.
მუხლი 5: ქუქი-ფაილების გამოყენება ჩვენს ვებგვერდზე
ქუქი არის ტექსტური ფაილი, რომელიც განთავსდება მყარ დისკზე ვებგვერდის სერვერის მიერ. ქუქი-ფაილებს არ შეუძლიათ პროგრამების გაშვება ან კომპიუტერში ვირუსის შეტანა. ქუქი-ფაილები გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, თქვენი ვიზიტის ტექნიკურად გამარტივება ან სტატისტიკის მიწოდება. ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა და მათი არმიღების გზა გაწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
როდესაც პირველად ესტუმრებით ჩვენს საიტს, გაცნობებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, გვერდის ბოლოში ნაჩვენები საინფორმაციო ბანერის მეშვეობით. ჩვენი საიტის დათვალიერების გაგრძელებით, როდესაც ეს ბანერი ჩანს, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას.
სავარაუდოდ, ჩვენს საიტზე გამოყენებულია მესამე მხარის კომპიუტერული აპლიკაციური პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, Youtube. ისინი იყენებენ ქუქი-ფაილებს, თუ თქვენ მათ იყენებთ და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მათ პროცესს, რადგან ისინი თავად მოქმედებენ. ქუქი-ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ამ აპლიკაციური პროგრამების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, გირჩევთ, გაეცნოთ მათ პოლიტიკას და გამოყენების ზოგად პირობებს.
მუხლი 6: ინტერნეტთან დაკავშირებული რისკები
ვებგვერდის სერვისები ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, გარდა ფორსმაჟორული შემთხვევებისა ან PILOT CORPORATION OF EUROPE-ის კონტროლის მიღმა არსებული მოვლენისა, ტექნიკური მომსახურების პერიოდებისა და პოტენციური გაუმართაობების შემთხვევების გათვალისწინებით.
ინტერნეტსა და ვებგვერდის პლატფორმას შორის გადაცემული ინფორმაციის მიმოცვლის სიჩქარე და რეაგირების დრო არ არის გარანტირებული PILOT CORPORATION OF EUROPE-ის მიერ. ფაქტობრივად, ინფორმაციის მიმოქცევის სიჩქარე არ შედის PILOT CORPORATION OF EUROPE-ის მიერ შემოთავაზებულ წვდომის სერვისში და წარმოადგენს ონლაინ ქსელის თანდაყოლილ მახასიათებლებს გენერირებული ტრაფიკის მიღების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით.
PILOT CORPORATION OF EUROPE შეახსენებს მომხმარებლებს ინტერნეტის მახასიათებლებსა და საზღვრებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდის საშუალებით ამ ქსელთან მომხმარებლების დაკავშირების შედეგებზე.
კერძოდ, PILOT CORPORATION OF EUROPE-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მომხმარებლებისთვის, მათი საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის ან მასზე შენახული მონაცემებისთვის მიყენებულ ნებისმიერ, მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანთან, ან რაიმე სახის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით მათი პირადი, პროფესიული თუ კომერციული საქმიანობისთვის.
PILOT CORPORATION OF EUROPE-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიერ ვებსაიტის კერძო ადგილებში გამოჩენილი ელემენტების ნებისმიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.
PILOT CORPORATION OF EUROPE-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე მომხმარებელი ვერ დაუკავშირდება ვებგვერდს რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზის ან რაიმე პრობლემის გამო, რომელიც, მნიშვნელოვნად, დაკავშირებულია ქსელის გადატვირთვასთან.
მუხლი 7: ვებგვერდის შეჩერება ან შეწყვეტა
PILOT CORPORATION OF EUROPE-ს შეუძლია ცალმხრივად და ნებისმიერ დროს დროებით ან საბოლოოდ შეწყვიტოს ვებგვერდის ონლაინ ხელმისაწვდომობა პასუხისმგებლობისა და ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების წარმოშობის გარეშე.
მუხლი 8: მესამე მხარის ვებგვერდები
ვებგვერდები შეიძლება შეიცავდეს ჰიპერბმულებს, რომლებიც გადადის სხვა ვებგვერდებზე, რომლებსაც მართავენ PILOT CORPORATION OF EUROPE-გან განსხვავებული კომპანიები და რომლებზეც PILOT CORPORATION OF EUROPE არ ახორციელებს კონტროლს. PILOT CORPORATION OF EUROPE არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ამ მესამე მხარის ვებგვერდების შინაარსზე ან იმ შინაარსზე, რომელსაც მესამე მხარის ეს ვებგვერდები შეიძლება ეხებოდეს.
მუხლი 9: სხვადასხვა
PILOT CORPORATION OF EUROPE თავისუფალია შეცვალოს გამოყენების წინამდებარე ზოგადი პირობები ნებისმიერ დროს. მომხმარებლებისთვის სავალდებულოა გამოყენების ზოგადი პირობების უახლესი ვერსია.
გამოყენების ზოგადი პირობები რეგულირდება საფრანგეთის კანონმდებლობით და ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია მათ შესრულებასთან და/ან მათ ინტერპრეტაციასთან, განიხილება საფრანგეთის სასამართლოში.