დაწერე, წაშალე და ისევ დაწერე
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური საჭიროებები სკოლაში, სახლში თუ სამსახურში, არსებობს ყველა ადამიანისთვის შესაფერისი FriXion-ის კალამი!
დაწერეთ, წაშალეთ და ხელახლა დაწერეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებთ – ეს არის Pilot FriXion-ის კალმების პლუსი. Pilot FriXion-ის კალმებს აქვთ უნიკალური თერმომგრძნობიარე მელნის ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ წაშალოთ ყველა შეცდომა, რვეულისა და ფურცლის დაზიანების გარეშე.
უბრალოდ გამოიყენეთ კალმის ბოლო მელნის წასაშლელად და განაგრძეთ წერა. წაშლის შემდეგ, შეგიძლიათ ხელახლა დაწეროთ წაშლილი ნაწერის ადგილას იმავე კალმის გამოყენებით.
დაწერე, წაშალე და ხელახლა დაწერე იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებ!
მრავალჯერადი წასაშლელი კალმები
“არ გადააგდოთ კალამი. გამოუცვალეთ გული.”
FriXion-ის ყველა ბურთულიანი გელიანი კალამი მრავალჯერადია, ამიტომ არ არის საჭირო ახალი FriXion-ის კალმის ყიდვა, როდესაც მელანი გათავდება. უბრალოდ გახსენით კალამი და გამოუცვალეთ გული.
მოდელები FriXion Ball, FriXion Clicker და FriXion Point შექმნილია, რათა გამოუცვალოთ გული, როდესაც მელანი გათავდება. FriXion-ის კალმისთვის გულის გამოცვლა, როდესაც მელანი მთავრდება, ამცირებს პლასტმასის ნარჩენებს, ახდენს ატმოსფეროში ნაკლები CO2-ის გაფრქვევას და სხვ. და, ამავე დროს, ზოგავს ენერგიას ახალი კალმის შეძენასთან შედარებით.
სათადარიგო გულები ხელმისაწვდომია Pilot FriXion-ის ყველა ზომის – წვრილი, საშუალო და სქელი წვერისთვის.
წასაშლელი კალამი 2 – 1-ში
წაშალეთ საშლელის მარტივი მოძრაობით.
საოცრად მოსახერხებელია, როდესაც გადაიფიქრებთ ან დაუშვებთ შეცდომას. არ არის საჭირო წერის თავიდან დაწყება ან ფურცლის ამოხევა. თქვენი ნაწერი იქნება მკაფიო, მარტივად წასაკითხი და ლაქების გარეშე, ამიტომ საბოლოოდ მიიღებთ სუფთა ნაწერს და დაზოგავთ დროს.
დაწერე, წაშალე, ისევ დაწერე.
იდეები
ხშირად დასმული კითხვები
FriXion
-
როგორ მუშაობს FriXion-ის პროდუქტები?
FriXion-ის პროდუქტების მელანი „იშლება“ PILOT-ის ექსკლუზიური თერმომგრძნობიარე მელნის ტექნოლოგიის დახმარებით. როდესაც გსურთ შეასწოროთ გვერდი, უბრალოდ შემოატრიალეთ FriXion-ის კალამი და გაუხახუნეთ FriXion-ის საშლელის წვერი, ჩვეულებრივი ფანქრის საშლელის მსგავსად. ხახუნის დროს მელანი თბება 60°C-მდე ან მეტად და უხილავი ხდება. პირიქით, მელანი კვლავ გამოჩნდება -10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
-
დამეხმარეთ! ვიყენებ FriXion-ის კალმებს. ჩემი რვეული/გვერდი ახლა ცარიელია და ჩემი ნამუშევრის კვალიც კი არ ჩანს! როგორ მოვიქცე?
თუ რვეულებს, საშინაო დავალებას ან ქაღალდს გამათბობელთან ახლოს დადებთ, სიცხის დროს მანქანაში დატოვებთ ან გვერდების ასლებს გადაიღებთ, ქაღალდი შეიძლება იმდენად გაცხელდეს, რომ FriXion-ის მელანი უხილავი გახდეს. თუ დაინახავთ, რომ გვერდი ცარიელია, უბრალოდ გააჩერეთ იგი საყინულეში მცირე დროის განმავლობაში. ჩვენი თერმომგრძნობიარე მელანი კვლავ გაჩნდება დაახლოებით -10°C ტემპერატურაზე, ამიტომ თქვენი ნამუშევარი ისევ გამოჩნდება, როდესაც გვერდები საკმარისად გაცივდება.
-
დამეხმარეთ! ჩემი FriXion-ის კალმები გარეთ დავტოვე სიცხეში და აღარ მუშაობს!
მელანი ქრება ნაწერზე, როდესაც გვერდები ცხელდება და ზუსტად ასევე ქრება FriXion-ის კალმებში. თუ, თქვენი კალამი არ წერს, გაიხსენეთ, ხომ არ მოხვდა იგი სიცხეში. თუ ასეა, მოათავსეთ კალამი საყინულეში გასაციებლად. საყინულიდან გამოღების შემდეგ, ოთახის ტემპერატურაზე დაბრუნებისას იგი ახალივით უნდა წერდეს.