-
1. როგორ მუშაობს FriXion-ის პროდუქტები?
FriXion-ის პროდუქტების მელანი „იშლება“ PILOT-ის ექსკლუზიური თერმომგრძნობიარე მელნის ტექნოლოგიის გამო. როდესაც გსურთ შეასწოროთ გვერდი, უბრალოდ შემოატრიალეთ FriXion-ის კალამი და გაუხახუნეთ FriXion-ის საშლელის წვერი, ჩვეულებრივი ფანქრის საშლელის მსგავსად. ხახუნის დროს მელანი 60°C-მდე ან მეტად თბება და უხილავი ხდება. პირიქით, მელანი კვლავ გამოჩნდება -10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
-
2. დამეხმარეთ! ვიყენებ FriXion-ის კალმებს. ჩემი რვეული/გვერდი ახლა ცარიელია და ჩემი ნამუშევრის კვალიც კი არ ჩანს! როგორ მოვიქცე?
თუ რვეულებს, საშინაო დავალებას ან ქაღალდს გამათბობელთან ახლოს დადებთ, სიცხის დროს მანქანაში დატოვებთ ან გვერდების ასლებს გადაიღებთ, ქაღალდი შეიძლება იმდენად გაცხელდეს, რომ FriXion-ის მელანი უხილავი გახდეს. თუ დაინახავთ, რომ გვერდი ცარიელია, უბრალოდ გააჩერეთ იგი საყინულეში მცირე დროის განმავლობაში. ჩვენი თერმომგრძნობიარე მელანი კვლავ გაჩნდება დაახლოებით -10°C ტემპერატურაზე, ამიტომ თქვენი ნამუშევარი ისევ გამოჩნდება, როდესაც გვერდები საკმარისად გაცივდება.
-
3. დამეხმარეთ! ჩემი FriXion-ის კალმები გარეთ დავტოვე სიცხეში და აღარ მუშაობს!
მელანი ქრება ნაწერზე, როდესაც გვერდები ცხელდება და ზუსტად ასევე ქრება FriXion-ის კალმებში. თუ, თქვენი კალამი არ წერს, გაიხსენეთ, ხომ არ მოხვდა იგი სიცხეში. თუ ასეა, მოათავსეთ კალამი საყინულეში გასაციებლად. საყინულიდან გამოღების შემდეგ, ოთახის ტემპერატურაზე დაბრუნებისას იგი ახალივით უნდა წერდეს.
-
4. სად ვიპოვო Pilot-ის გადამყიდველი?
ჩვენი პროდუქცია იყიდება ყველა წამყვან სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტში, ჟურნალ-გაზეთების კიოსკებსა და საოფისე მომწოდებლების უმრავლესობაში. მიუხედავად ამისა, თუ გაგიჭირდებათ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის პოვნა, გთხოვთ, აუცილებლად დაგვიკავშირდეთ. თუ შესაძლებელი იქნება, მოგაწოდებთ თქვენთან არსებული უახლოესი გადამყიდველის დასახელებას.
ჩვენ ხშირად ვახორციელებთ მიწოდებას ჩვენი გამყიდველებისთვის ცენტრალური საწყობიდან, ცენტრალიზებული შეკვეთის პროცედურის გამოყენებით. შესაბამისად, ყოველთვის არ ვიცით, რომელ მაღაზიაში რა პროდუქცია მიეწოდება.
-
5. არსებობს რისკი Pilot-ის პროდუქტების თვითმფრინავში გამოყენების დროს?
თვითმფრინავში ყურადღებას საჭიროებს მხოლოდ თხევადმელნიანი პროდუქტები ჩვენი V-System-ის ხაზიდან. ეს პროდუქტები ადვილად ამოსაცნობია მათი დასახელების მიხედვით, რომელიც იწყება V-ით: V5, V-Ball, V-Pen და ა.შ.….
თუ ფრენისას თან გაქვთ V-System-ის პროდუქტი, მოხსენით თავსახური და კალამი მიმართეთ ზემოთ. ეს თავიდან აგაცილებთ შესაძლო გაჟონვას, ფრენის დროს სალონში არსებული წნევის გამო.
თვითმფრინავში სპეციალური მითითებების შესრულების გარეშე გაჟონვის რისკი გარანტირებულად არ არსებობს მხოლოდ V5/7 RT და V-Ball 5/7 RT თხევადმელნიანი მოდელების შემთხვევაში.
-
6. უსაფრთხოა თუ არა Pilot-ის პროდუქტები ბავშვებისთვის?
ჩვენს პროდუქტებში გამოყენებული ყველა მელანი და კალმის ღერო შექმნილია მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით. მაგალითად, ჩვენი მარკერები არ შეიცავს ისეთ ტოქსიკურ გამხსნელებს, როგორიცაა ქსილოლი ან ტოლუოლი.
გარდა ამისა, მოდელებზე, რომლებსაც არ აქვს შესაწევ-გამოსაწევი წვერი, თავსახური აკმაყოფილებს ISO 11540 სტანდარტს. იგი აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, რომელიც სუნთქვის შესაძლებლობას იძლევა თავსახურის გადაყლაპვის შემთხვევაში.
დაბოლოს, ჩვენი შიდა სერვისებისთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომია ჩვენი პროდუქტების ყველა კომპონენტი ციფრული საშუალებით, მედიკოსების დასახმარებლად სერიოზული შემთხვევების დროს.
-
7. როგორ გამოვიყვანოთ მელანი ზოგიერთი მარკერიდან?
ჩვენი ოქროს ან ვერცხლის ტიპის მარკერების პირველ გამოყენებამდე გირჩევთ, მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ მითითებებს:
- ფაზა 1: ნაზად შეანჯღრიეთ მარკერი თავსახურით.
- ფაზა 2: მას შემდეგ, რაც თავსახურს მოხსნით, ნაზად დააწექით წვერით ქაღალდს, ისე, რომ იგი მიაწვეს პროდუქტს. სარქველი გააქტიურდება და მელანი გამოთავისუფლდება.
- ფაზა 3: მარკერი მზად არის, შეგიძლიათ დაიწყოთ წერა.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჩვენი მარკერების ყველა ტექნიკური თვისება, გირჩევთ, დარწმუნდეთ, რომ თავსახური მყარად ახურავს გამოყენების შემდეგ და ინახება ჰორიზონტალურად:
-
8. როგორ მოვიშორო მელანი ტანსაცმლიდან?
პირველ რიგში, მოერიდეთ დასვრილი ტანსაცმლის რეცხვას ლაქის მოცილებამდე, რადგან ასე მელანი შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს.
არსებობს რამდენიმე რჩევა ტანსაცმლიდან მელნის მოსაშორებლად:
- შეასხურეთ თმის სპრეი ლაქას, მოაშორეთ ზედმეტი სპრეი სუფთა ქსოვილით ან ქაღალდით, შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ.
- ჩაყარეთ ტანსაცმელი ცხელ რძეში რამდენიმე საათის განმავლობაში, გაავლეთ დიდი რაოდენობით წყალში და შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.
- მოათავსეთ ნივთი სუფთა თეთრ ქსოვილზე და დაადეთ ლაქას თეთრ ძმარში ან 90%-იან სპირტში დასველებული სხვა თეთრი ქსოვილი. გარეცხეთ ჩვეულებრივად.
-
9. სად ვიშოვო კალმის სათადარიგო გულები, კარტრიჯები, გრაფიტის ჩხირები ან სათადარიგო საშლელები?
ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ საწერი საშუალებების ფართო სპექტრი, მაგრამ ასევე, ის, რომ Pilot-ის კალმით წერის სიამოვნება არ მოგაკლდეთ, როდესაც მელანი გათავდება. გარდა ეკონომიურობისა, თქვენი კალმისთვის გულის გამოცვლა გარემოსთვის სასიკეთოა.
სწორედ ამიტომ გვსურს შემოგთავაზოთ ამ ტიპის სერვისი ჟურნალ-გაზეთების სპეციალიზებულ კიოსკებში ან უნივერმაღებში
-
10. კალმის წვერები ცალკე იყიდება?
ჩვენთან არ იყიდება კალმის სათადარიგო წვერები.
-
11. როგორ შევცვალოთ FriXion-ის კალმის გული?
FriXion Ball კალმის გულის შესაცვლელად, უნდა გადაატრიალოთ შუა ნაწილი, რათა გახსნათ კალამი. ამის შემდეგ ამოიღეთ ძველი ცარიელი გული, ჩადეთ ახალი გული და მოუჭირეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გულის გამოცვლის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოკლე სასწავლო ვიდეო (0:23 წამი) Youtube-ზე: ვრცლად >
-
12. Pilot-ის კალმები/მელანი ვეგანურია? გამოცდილია ცხოველებზე?
ცხოველებზე ტესტირება ტარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ითხოვს კანონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც არ არსებობს კანონით და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სხვა ალტერნატიული მეთოდები.
კომპანიის პოლიტიკა არ გამორიცხავს ცხოველურ კომპონენტს, თუ მისი გამოყენება კანონით არ არის აკრძალული. ამრიგად, ჩვენი პროდუქტები შესაძლოა შეიცავდეს ცხოველურ კომპონენტებს წარმოების პროცესში.
ჩვენი მელნის შემადგენლობა კონფიდენციალურია, რადგან ის იცავს ჩვენს კომპანიას გაყალბების შესაძლო მცდელობისგან. ამიტომ, ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ დეტალურ ინფორმაციას
-
13. რატომ განსხვავდება კალამი Pluminix, Plumix-ის მინი ვერსიისგან?
ამჟამად ევროპის ბაზარზე ვყიდით მხოლოდ Plumix-ს და Pluminix-ს საერთაშორისო კარტრიჯებით.
თუმცა, სხვა ბაზრებზე იყიდება Plumix და Pluminix Pilot-ის კარტრიჯებით. ასე რომ, არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენი კალამი სხვა ქვეყნებიდან იყოს შემოტანილი ელექტრონული კომერციით ან პარალელური იმპორტით.
თუ ასეა, მათი კარტრიჯების ფორმა განსხვავებულია.
-
14. სად ვნახო უსაფრთხოების ფურცელი (SDS)?
ჩვენი შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, როგორც წესი, არ ვაგზავნით SDS-ს შემდეგი მიზეზების გამო:
- ჩვენი საწერი საშუალებები არ საჭიროებს მასალის უსაფრთხოების ფურცელს (MSDS), რადგან ისინი საგნებია და არა ნივთიერებები.
- საწერი საშუალებების ყველა მწარმოებელი თანხმდება ამ საკითხზე, ამიტომ არ აწვდიან პროდუქციის MSDS-ს.
-
15. ნატიფად წერა: როგორ გავააქტიურო ჩემი Namiki-ის კალმის უვადო გარანტია?
NAMIKI-ის უვადო გარანტიის გასააქტიურებლად, გთხოვთ, გამოგზავნოთ ბარათი ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: pilotfinewriting@piloteurope.com
-
16. ნატიფად წერა: Iroshizuku-ს მელანი ითვლება, რომ არის გამძლე დოკუმენტისთვის თუ წყალგამძლე?
Iroshizuku-ს მელანი ჩვენი ავტოკალმებისთვის არის შექმნილი. ისინი მდგრადია წყლისა და სინათლის მოქმედების მიმართ ნორმალურ პირობებში. კიდევ უფრო მეტი სიმტკიცის და გამძლეობისთვის, გირჩევთ ჩვენს IC-50/100 კარტრიჯებს და INK-M60 მელნის ბოთლებს.
თუ ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ